Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისაბედ ხახუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს; თბილისის საშენი მასალების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1967 წელს. 1959-1971წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინრად, თბილისის საშენი მასალების ს/კ ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1973 წლიდან არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია; წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში და ამ საკითხზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ფაკულტეტის საბჭოსა და დისერტაციების დაცვის კოლეგიის წევრი, საბაკალავრო-სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი და რეცენზენტი, საუნივერსიტეტო (სტუ-ში) ჟურნალ "განათლების" რედკოლეგიის წევრი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.717 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |