Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ხელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კუიბიშევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს. 1955 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; სხვადასხვა დროს მუშაობდა ისნის სატყეო მეურნეობასა და თბილისის პურის ქარხანაში; 1958 წლიდან მუშაობდა კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ოპერატორად; 1965 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში" ინჟინრად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, ტრესტ "მშენკომპლექტის" მმართველი; 1981 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მინისტრის მოადგილედ; 1991 წლიდან იყო ქ. თბილისის მერის მოადგილე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მშენებლობის სფეროს მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის საქმეში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.718 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |