Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბესალომ ხეჩუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1968 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; იყო ინსტიტუტის N1 არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორი, პროექტის მთავარი არქიტექტორი, შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორი, სტუდიის ხელმძღვანელი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: 256-ადგილიანი სასტუმრო "კახეთი" თელავში, საქართველოს "დოსააფის" ავტო-მოტოდრომის სასწავლო კომპლექსი რუსთავის გზატკეცილზე, ხილ-ბოსტნეულის საფირმო მაღაზია და საკოლმეურნეო ბაზარი, სამთო-მოპოვებითი საწარმოო გაერთიანება "სამთო ქიმიის" საწარმოო-ლაბორატორიული კომპლექსი, საწარმოო-გეოლოგიური ტრესტის - "საქნავთობგეოფიკა" - გამოთვლითი ცენტრი და საბავშვო ბაღი, ლუთერანულ-ევანგელიკური სათემო ცენტრი თბილისში, მიწისქვსშა გადასასვლელი ვაკის პარკის წინ, სახელმწიფო ფილარმონიის წინამდებარე მოედნის რეკონსტრუქცია და მიწისქვეშა გადასასვლელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.719
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |