The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელდარ ხვიჩია

Date of birth:19 January, 1948
Date of death:2016  (at 67 years)
Category:Engineer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუხაესტატე, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს.

1971-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოს მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1974-1978წწ. იყო პარტიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი; კურირებდა მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობას; 1978-1988წწ. მუშაობდა ბათუმის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორად; 1988-1991წწ. "აჭარკოოპკავშირის" N28 მოძრავ-მექანიზებული სამშენებლო კოლონის უფროსად; 1991-1992წწ. არჩეული იყო ქ. ბათუმის ვიცე-მერად; 1992-1993წწ. - ქობულეთის რაიონის გამგებლად; 1993-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვის მინისტრი; 2000-2003წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრი; დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალი 435 სერიის 9 და 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლების რკინაბეტონის ანაკრები ნაკეთობების სამრეწველო ათვისებისა და მშენებლობაში დანერგვის საქმეში დასავლეთ საქართველოს რეგიონში (აჭარაში, აფხაზეთში, ფოთში, ზესტაფონში, ოზურგეთში, ლანჩხუთში და ა.შ.); აღსანიშნავია მისი დამსახურება ქართული სპორტის განვითარებაში; იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ავტორალში, ასევე საკავშირო ნაკრების გუნდის წევრი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.720


Share: