Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ხოსიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1952წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის დამზადების სამინისტროს გიორგიევსკის ქარხანაში ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1952-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამონტაჟო სამმართველო "საქშახტმონტაჟში" ინჟინრად, სამონტაჟო უბნის უფროსად; 1967-1971წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" სამონტაჟო სამმართველოს; 1971-1975წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენმონტაჟს"; 1975-1986წწ. რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფტექნიკის" სპეციალიზებულ ტრესტს; 1986-1994წწ. რესპუბლიკურ გაერთიანება "საქაგრომონტაჟს"; 1994 წლიდან სს "აგრომონტაჟის" გენერალური დირექტორი იყო; ხელმძღვანელობდა მრფრინველეობისა და მეცხოველეობის კომპლექსების, სასათბურე მეურნეობების, საკონსერვო, ღვინის, ჩაის ქარხნებისა და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტების სპეცსამონტაჟო (გათბობის, სავენტილაციო, სანტექნიკისა და გაშვება-გამართვის) სამუშაოების წარმოებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.724 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |