Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ხუადე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კრასნოდარი. დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1942 წელს. 1947-1957წწ. მუშაობდა ფოთის ტერიტორიულ სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, უბნის უფროსად; 1957-1960წწ. ქ. ბორჯომის რაისაბჭოს აღმასკომთან არსებული სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1960 წლიდან სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა ბორჯომის N2 ჩამომსხმელი ქარხნის, ქ. ბორჯომის N1 და სოფ. დვირის საშუალო სკოლების, ახალდაბის სკოლა-ინტერნატის, ბორჯომის საკოლმეურნეო ბაზრის, სანატორიუმ "მთის ხეობის", ახალი უბნის რამდენიმე საცხოვრებელი სახლის, ცხრასართულიანი ადმინისტრაციული შენობის, მდ. მტკვრის სანაპირო საყრდენი კედლის (ახალუბნიდან ჩარხისწყლამდე), ქვიშხეთის პიონერთა ბანაკის, ხაშურის საგალანტერეო ფაბრიკის მშენებლობას, წყალდიდობისას დაზიანებული ჩარხისწყლის დიდი ხიდის ჯებირების გამაგრებას და სხვ; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.727 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |