Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ხუბაევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოჭორმა, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1927 წელს. 1927-1930წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1930-1931წწ. როკის საუღელტეხილო გზატკეცილის მშენებლობის უფროსად; 1931-1934წწ. სსრკ რკინიგზის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის ექსპედიციის უფროსის მოადგილედ, უფროსად; 1937-1943წწ. იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისთავმჯდომარე; 1943-1946წწ. საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე; 1946-1954წწ. სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ტრანსკავკასიის გზატკეცილის მშენებლობაში, ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის (ამჟამად სამაჩაბლოს) რეგიონის სამრეწველო, საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.727-728
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |