Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბოგდან ხუგაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოსიაური, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი რკინიგზის ელექტრიფიკაციის განხრით 1958 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა როსტოვ-იაროსლავის, შემდგომ კუიბიშევის რკინიგზის ელექტრიფიკაციის სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციებში; 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში; 1960-1968წწ. იყო N8 შახტის მექანიკოსი; 1968-1976წწ. მუშაობდა სამშენებლო სამმართველოს მთავარ მექანიკოსად; ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის მეტროს I და II რიგის, მეტეხის საავტომობილო გვირაბების, მეჯვრისხევის მეფრინველეობის კომპლექსის და სხვა მშენებლობებში; 1976-1986წწ. მუშაობდა როკის საავტომობილო გვირაბის (ჩრდილოეთი მხრიდან) მშენებლობის მთავარ ინჟინრად, გვირაბის საექსპლუატაციოდ ჩაბარებამდე; 1986 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ხაზის "რუსთაველი-ვაზისუბნის" N66 შახტის უფროსად; შრომითი საქმიანობის პერიოდში დაჯილდოებული იყო არაერთი საპატიო სიგელით; არის 200-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომელთა დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უსაფრთხო შრომისა და წარმოების პირობები, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა სამშენებლო სამუშაოების ღირებულება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.728 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |