Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ქ. თბილისის სამთო-გეოლოგიური ტექნიკუმი 1953 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს. 1953-1958წწ. მუშაობდა სამთო-სამრეწველო ტრესტ "საქნახშირის" სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1958-1964წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1977წწ. იყო სამშენებლო საწარმოო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გაგრის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1978-1979წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენის") N2 სამშენებლო სამმართველოს და 1980-1992წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის ზონის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს; 1994-2000წწ. შპს "პერსპექტივას"; მისი ხელმძღვანელობით აშენდა, გაგრის ზონაში, ლესელიძის ოლიმპიური მომზადების სპორტული კომპლექსი, ხიდი გაგრის შემოვლით საავტომობილო გზაზე, სარეგულაციო კაშხალი მდ. იუფშარაზე, რიწის ტბასთან; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. გაგრის ზონის საცხოვრებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჰიდროტექნიკური და საკურორტო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.728-729
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |