The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ხიზანიშვილი

ირაკლი ხიზანიშვილი
Date of birth:31 July, 1940  (84 years)
Category:Actor/Actress

Biography

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. დაამთავრა ვგიკ-ის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი) სადადგმო ფაკულტეტეტის სამსახიობო განყოფილება (ბ. ბაბოჩკინის სახელოსნო) 1965 წელს. 

სადებიუტო როლი შეასრულა აზერბეიჯანულ ფილმში: "რომეო, ჩემი მეზობელი" (შ. მახმუდბეკოვი, 1964). 1965-1973წწ. მუშაობდა მოსკოვის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიაში. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "წითელი კარავი" (მ. კალატოზოვი, 1970), "რობიზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი" (ს. გოვორუხინი, 1972, პარასკევა). საქართველოში შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია ლექსო სატელევიზიო ფილმში "თუში მეცხვარე" (ს. ჩხაიძე, 1978). სხვა მნიშვნელოვანი როლებია: გურამ ღლონტი ("მშობლიურო ჩემო მიწავ (რ. ჩხეიძე, 1980), ბაქარი ("ძნელი დასაწყისი", თ. მაღალაშვილი, 1981), არჩილი ("დღეს ღამე უთენებია", ლ. ღოღობერიძე, 1983), მხატვარი ლადო ("ათოვდა ზამთრის ბაღებს", გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984), თამაზი ("ვირთხა", პ. მილორავა, 1991). მონაწილეობდა ფილმებში: "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. შენგელაია, 1984), "სევდიანი საყვირი" (დ. კობახიძე, 1982), "ექსპედიცია"(ზ. მექვაბიშვილი, 1983), "ლალე"( რ. ლორთქიფანიძე, 1985), "წინათქმა" (ზ. ილურიძე, 1986), "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987), "შავი პრინცი აჯუბა" (გ. ვასილიევი, შ. კაპური, 1989, სსრკ-ინდოეთი), "ზვარაკი" (გ. ჩირაძე, 1990), "მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად" (მ. წურწუმია, 1992). 1993 წლიდან  ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 222; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: