Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ წივწივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვახჭირი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი კერამიკისა და ცეცხლგამძლე მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით 1969 წელს. 1969-1970 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი; 1970-1975 წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1980 წწ. ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი, 1981-1992 წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1992 წლიდან პროფესორი; პარალელურად, 1992-1993 წწ. იყო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის ცენტრს; კითხულობდა ზოგადი და არაორგანული ქიმიის ლექციათა კურსს ქიმიური და აგროტექნოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია და 12 სახელმძღვანელო, მიღებული აქვს 4 პატენტი. მეცნიერის კვლევის სფეროს წარმოადგენდა ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა და მიღებული შედეგების პრაქტიკული გამოყენება. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.106; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127; facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |