Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ვაჩეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი კინორეჟისორის განხრით 1978 წელს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული ჯგუფის წევრი, როგორც ჭადრაკში, ასევე რაგბში; 1979 წლიდან შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპკლუბში; მონაწილეობდა კლუბის ალპინიადებზე, როგორც სპორტულ ჯგუფებში, ასევე სპორტსმენების მომზადებაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა გეოგრაფია - გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე და კინოსტუდია ქართულ ფილმში; 1990 წელს მრავალდარგობრივ ფირმა "იბერიაში" გამგეობის წევრად; 1991 წლიდან მრავალდარგობრივ ფირმა "ფირალში" გამგეობის წევრად; მონაწილეობა აქვს მიღებული 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებში; იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე; 1989 წელს "ცისფერი ტაძრის", "ციცფერყანწელთა" მაგისტრის, ბატონ კოლაუ ნადირაძის მიერ კურთხეული და მიღებული ორდენის წევრად; 1991 წელს გაზეთ "რუბიკონში" გამოაქვეყნა ორდენის მანიფესტი და კანონი; წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს, მუნჯურ და ხმიან სცენარებს, აკეთებდა ჩანაწერებს; არის აფხაზეთის ომის მონაწილე, დაიღუპა 1992 წლის ნოემბერში ტყვარჩელის მისადგომებთან, სოფელ ქეთევანასთან. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |