The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ხვადაგიანი

ავთანდილ ხვადაგიანი
Date of birth:1962  (63 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის, ლითონმჭრელი ჩარხებისა და იარაღების სპეციალობით 1984 წელს.

1984-1987 წწ. მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად. 1987-1990 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი, 1988-1990 წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, 1990 წლიდან არის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1996-1998 წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1998-2002 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამეცნიერო ტექნიკური კვლევების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, 2002-2004 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის მოადგილედ, 2005 წლიდან - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ვიცე-პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.. -თბ., 2012.-გვ.125

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • 2001 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის

Share: