Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაშა ჯეჯელავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. 1951-1954წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამუშოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1958-1993წწ. სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა თბილისის სატელეფონო აპარატურის ქარხანა, საცხოვრებელი სახლები, "საჭაშნიკე" გ. ნიკოლაძის ქუჩაზე, საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის ადმინისტრაციული შენობა ილია ჭავჭავაძის გამზირზე, კინოთეატრი და ბიბლიოთეკა-სამკითხველო საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მრავალი სხვა; 1993 წლიდან სს "ხიმინჯის" დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი იყო; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემის ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობებზე ხიმინჯიანი (როგორც მონოლითური, ისე ანაკრები) საძირკვლების მოწყობის ათვისებისა და დანერგვის საქმეში; მათი გამოყენებით მხოლოდ თბილისში 300-ზე მეტი საბინაო სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი აშენდა; არის არაერთი გამოგონების ავტორი; მიღებული აქვს სხვა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.747-748 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |