The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევი ჯიოევი

Date of birth:1 October, 1910
Date of death:1986  (at 75 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1931 წელს.

1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინრად, უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1949 წელს დაამთავრა სამიმოსვლო გზების ინჟინერთა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურა; 1957 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ჰიდროტექნიკური ნაგებობების ფუძე-საძირკვლების საკითხებზე; შემდგომ წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" და მუშა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა მსხვილი ჰესების ჰიდროტექნიკური გვირაბების მშენებლობის კვლევით სამუშაოებში; 1962 წელს დაინიშნა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფუძეებისა და მიწისქვეშა ნაგებობების განყოფილების გამგედ; 1975 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოწვეულ იქნა ლექტორად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1978 წელს აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე; იყო დარგობრივი განვითარების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე მონაწილეობდა მსხვილი სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების ფუძე-საძირკვლების მდგომარეობის კვლევებსა და შეფასებაში; გამოქვეყნებული ჰქონდა 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის კვლევისა და შეფასების საკითხებზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.750; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.456


Share: