შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ბროძელი-ანტონოვსკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სასცენო საქმეში 1870-იან წლებში, ნ. ავალიშვილის მიერ შექმნილ ჯგუფში ჩაება. 1880-იან წლებში იყო მუდმივი ქართული დასის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, როგორც 1870-1880-იანი წლების ხალხოსანი. გარდა ამისა, 1870-იანი წლებიდან ელენე ბროძელი-ანტონოვსკაია, სხვა რამდენიმე ქალთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ქალთა მოძრაობაში და ხელს უწყობდა საზოგადოებაში ქალის როლის ამაღლებას. როგორც განათლებული, მამულის მოყვარული და შეგნებული, დაუზარებლად მუშაობდა ყველა ასპარეზზე, რაც კი ქვეყნის მდგომარეობას წინ წასწევდა (სამწერლო, სათეატრო, საქველმოქმედო და სხვ.). მუშაობდა გადამწერად გამომცემლობებში, ცხოვრობდა პირადი შრომით. წერდა "დროებაში", "ივერიაში", "ცნობის ფურცელში" და სხვ. საზოგადო მოღვაწე. 1907 წელს ელენე ბროძელი-ანტონოვსკაიამ ხელი მოაწერა რუსეთის საწინააღმდეგო "ქართველი ხალხის პეტიციას", რომელიც ჰააგის კონფერენციაზე გაიგზავნა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.174; netgazeti.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |