Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გობრონ ჯოხთაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1947 წელს. მუშაობდა პარტიულ, პროფკავშირულ და კომკავშირულ ორგანიზაციებში, რკინიგზის მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; იყო საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილების გამგე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი; მუშაობდა აფხაზეთის პროფსაბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პარტიულ-საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1970-1973წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სოხუმის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1973-1985წწ. იყო საქართველოს სსრ ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე; არჩეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი და სოხუმის საქალაქო საბჭოების დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.759
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |