Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია როგავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1986 წელს. 1986-1989 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტი, 1990 წელს ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; შემდგომ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის (ყოფილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია) ასოცირებული მკვლევარი. 1991-1997 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს თეორიულ ასტროფიზიკაში; ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. წლების მანძილზე ნაყოფიერად მუშაობდა უცხოეთში: 1995-1996 წწ. იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ტრიესტი, იტალია) პლაზმის ფიზიკის ჯგუფში, 1998-1999 წწ. ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში, 2000-2004 წწ. ტურინის უნივერსიტეტის (იტალია) ფიზიკის ფაკულტეტზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.138 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |