შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს და ასპირანტურა 1995 წელს. მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის თელავის ტექნიკუმის მასწავლებელი (1969); 1969-1970წწ. ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1970-1973წწ. საქართველოს კომკავშირის თელავის რაიკომის მეორე მდივანი; 1973-1976წწ. საქართველოს კომკავშირის თელავის რაიკომის პირველი მდივანი; 1976-1985წწ. საქართველოს კომპარტიის თელავის რაიკომის მდივანი; 1985-1986წწ. სახალხო დეპუტატთა თელავის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1986-1987წწ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის დასწრებული განყოფილების მსმენელი; 1988-1990წწ. თელავის რაიონული გაზეთის "ალაზნის განთიადის" რედაქტორი; 1990-1991წწ. თელავის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1993წწ. თელავის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 1993-1995წწ. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მთავარი მრჩეველი, სამსახურის ხელმძღვანელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თელავის №17 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ.55; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |