The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი აბაშიძე

დალი აბაშიძე
Date of birth:9 November, 1946  (78 years)
Category:Historian, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი.

დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს და ასპირანტურა 1995 წელს.

მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის თელავის ტექნიკუმის მასწავლებელი (1969); 1969-1970წწ. ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1970-1973წწ. საქართველოს კომკავშირის თელავის რაიკომის მეორე მდივანი; 1973-1976წწ. საქართველოს კომკავშირის თელავის რაიკომის პირველი მდივანი; 1976-1985წწ. საქართველოს კომპარტიის თელავის რაიკომის მდივანი; 1985-1986წწ. სახალხო დეპუტატთა თელავის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1986-1987წწ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის დასწრებული განყოფილების მსმენელი; 1988-1990წწ. თელავის რაიონული გაზეთის "ალაზნის განთიადის" რედაქტორი; 1990-1991წწ. თელავის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1993წწ. თელავის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 1993-1995წწ. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მთავარი მრჩეველი, სამსახურის ხელმძღვანელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თელავის №17 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ.55;   წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41

Member of Organizations

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (2002-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანადგომა", ფრაქციის მდივანი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: