Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გივი კვანჭახაძე
Date of birth: | 7 November, 1927 |
Date of death: | 22 December, 1995 (at 68 years) |
Category: | Medical Doctor, Scientist, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს; თსსი–ის შრომის ჰიგიენის კათედრის ასპირანტურა 1954 წელს. 1954 წლიდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სან–ეპიდსადგურის სამრეწველო ჰიგიენის განყოფილების გამგე, ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანნამშრომელი, სოფლის მეურნეობის შრომის ჰიგიენის სექტორის და საწარმოო აეროზოლების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თსსი–ის შრომის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი; 1986-1995წწ. იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის გამგე (ამჟამად თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტი), 1973-1994წწ. თსსი–ს სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი (ამჟამად თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი); საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანეპიდსამმართველოსთან არსებული სანეპიდსაბჭოს წევრი. ვტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შინაარსიც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). სამედიცინო მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო–პრაქტიკული კადრების მომზადების საქმეში გაწეული საქმიანობისთვის 1982 წელს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ექიმი - ჰიგიენისტი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 649
Member of Organizations
- ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
- საქართველოს ჰიგიენისტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე
- საქარტველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1989-)
Awards and Honors
- 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
Bibliography
|