The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ მიკირტუმოვი

ბაგრატ მიკირტუმოვი
Date of birth:1869  (156 years)
Date of death:19??
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შინიხი, ბორჩალოს მაზრა.

დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. 1903-1916 წწ. მუშაობდა ქართულ გამომცემლობათა ამხანაგობის სტამბაში, სადაც ისწავლა ქართული წერა-კითხვა, აქედანვე ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ. მისივე აღნიშვნით, სტამბაში მუშაობამ მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. 1907-1917წწ. მუშაობდა პარტიის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის სამეურნეო სექციაში და სხვადასხვა პარტიულ კომისიებში. 1912 წელს მონაწილეობდა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში თბილისის გუბერნიის მუშების ამომრჩევლად. არჩევნებში მუშათა ხმა მისცა კარლო ჩხეიძეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა ეროვნული საბჭოს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. სოციალ-დემოკრატი ინტერნაციონალისტი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.276

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)

Share: