შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ მიქელაძე![]()
ბიოგრაფია1882 წლიდან მუშაობდა სასამართლო ორგანოებში. მოსამართლედ მუშაობის გამო რუსეთის იმპერიის მიერ დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის ორდენებითა და ვერცხლის მედლით. 1917 წელს დროებითი მთავრობის ბრძანებით დაინიშნა ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარედ. 1918 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თბილისის სასამართლო პალატის წევრად დანიშნა. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის აპრილში დაინიშნა სოხუმის ოლქის სასამართლოების რევიზორად. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.278-279 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |