Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ მიქელაძე![]()
Biography1882 წლიდან მუშაობდა სასამართლო ორგანოებში. მოსამართლედ მუშაობის გამო რუსეთის იმპერიის მიერ დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის ორდენებითა და ვერცხლის მედლით. 1917 წელს დროებითი მთავრობის ბრძანებით დაინიშნა ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარედ. 1918 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თბილისის სასამართლო პალატის წევრად დანიშნა. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის აპრილში დაინიშნა სოხუმის ოლქის სასამართლოების რევიზორად. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.278-279 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |