The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა მახვილაძე

კახა მახვილაძე
Date of birth:7 May, 1959  (65 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო - სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1982 წელს; მენეჯერთა სკოლა მშენებლობის მენეჯერის სპეციალობით 1990 წელს.

1982-1987 წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს - "მშენინდუსტრიის" კონსტრუქტორად; 1987-1990 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად; 1990-1991 წწ. ტრესტ "კავგვირაბმშენის" IV სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1991-1994 წწ. ტრესტ "ექსპომშენის" სამმართველოს უფროსად; 1994-1996 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ცენტრის -  "მშენინდუსტრიის" მთავარ კონსტრუქტორად; 1996-1998 წწ. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მთავარ ინჟინრად; 1998-1999 წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მთავარ ინჟინრად. 1999 წლიდან არის  ESM-ის თბილისის საბაზო სკოლა-ლიცეუმის დირექტორი. 2014 წლიდან საწარმო "ინდუსტრიის" დირექტორი. ინჟინერ-მშენებელი, მშენებლობის მენეჯერი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.159; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 623

Member of Organizations

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1980-2000 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - "შენობა-ნაგებობების საიმედოობის ამაღლების კომპლექსური ღონისძიებების კვლევა და რეალიზაცია"

Share: