The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა პატარიძე

ლელა პატარიძე
Date of birth:30 November, 1962
Date of death:10 March, 2009  (at 46 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენების განყოფილება 1984 წელს.

1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში; 2006-2007წწ., როგორც მიწვეული ლექტორი თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე კითხულობდა კურსს "აკადემიური წერა"; 2008 წელს კონკურსის წესით არჩეულ იქნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ–პროფესორად; მისი სამეცნიერო ინტერესები სამი მიმართულებით ჩამოყალიბდა: ქართული მატიანეების სტრუქტურა, იდეოლოგია და ტიპოლოგია; ქართული იდენტობის პრობლემა ისტორიულ ჭრილში, აწმყოში და მომავლის პერსპექტივაში, რომელსაც მიუძღვნა სტატიების სერია და გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერის ენტორნი დ. სმითის წიგნის "ნაციონალური იდენტობა" თარგმანი; ქართლის გაქრისტიანების პრობლემები იდეოლოგიურ და სოციალურ ჭრილში; ილიას უნივერსიტეტში უაღრესად ხანმოკლე მანძილზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა აკადემიურ ცხოვრებაში: ბაკალავრიატში უძღვებოდა ლექციის კურსს "საქართველოს ისტორიოგრაფია", მისი ავტორობით შეიქმნა საბაკალავრო სწავლების პროგრამა ისტორიაში, მონაწილეობა მიიღო სამაგისტრო პროგრამის "ძალაუფლება და კულტურა" შექმნაში საავტორო კურსებით და "ქართული იდენტობა" და "ძალაუფლების ლეგიტიმაცია"; იყო "ეროვნული ფონდის" გრანტის "კოლექტიური კულტურული იდენტობა რელიგიური მოქცევის კონტექსტში: ქართული მაგალითის კვლევა და განზოგადებანი" (2007–2008) ხელმძღვანელი, თანაავტორი VII და X კლასების ისტორიის  სახელმძღვანელოსი (2006); თავისი კვლევის შედეგები მან ერთგვარად შეაჯამა მონოგრაფიაში "პოლიტიკური და კულტურული იდენტობანი IV-VIII სს-ის ქართულ ერთობაში: "ქართლის ცხოვრების" სამყარო" (2009), რომელიც მისი ბოლო ნაშრომი გამოდგა.

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "სამყაროს სურათი ქართულ ადრექრისტიანულ წერილობით წყაროებში (ცხორებაჲ წმიდისი ნინოჲსი)", დაიცვა 1991 წელს.

Bibliography


Share: