The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჭელიძე

ვახტანგ ჭელიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1945
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 1995  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

იცავდა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას; საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი; საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1970) თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში; 1973 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. "კარაველას თასის" - ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის "დინამოელები" ლისაბონის "ბენფიკას" ანგარიშით 3-1 ამარცხებენ; თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 257 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა; ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება 8 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან ერთი შეხვედრა - თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 - უეფა-ს თასის გათამაშებაში აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. 4 გზის საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1971, 1972, 1976), კარაველას თასის მფლობელი (1973). ფეხბურთელი, მცველი. 

წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: