The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ბერუჩაშვილი

ნიკოლოზ ბერუჩაშვილი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1947
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 2006  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-1982წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე - დოცენტი; 1982-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის გამგე; 1970-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგე და 1979-2006წწ. აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობის შესწალის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1995-2000წწ. სოროსის ფონდის პროფესორი; 2001-2006წწ. "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის" დამაარსებელი და მთავარი რედაქტორია; 2004-2006წწ. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მსოფლიო კომისიის ლანდშაფტის ანალიზის პრეზიდენტი. ფრანგ გეოგრაფთან ჟან რადვანთან ერთად ავტორია ატლასისა - "კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი"; არის 220 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 16 მონოგრაფიის, 10 სახელმძღვანელოს (5 უმაღლესი სასწავლებლების, 5 საშუალო სკოლის) ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და სხვ. ენებზე). საკანდიდატო (1971) და სადოქტორო დისერტაცია (1981) დაიცვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1983). ლანდშაფტმცოდნე, კარტოგრაფი. 

წყარო: IGU InternationalGeographical Union:homeofgeography.orgწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.geთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1996-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: