| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ბერუჩაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1982წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე - დოცენტი; 1982-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის გამგე; 1970-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგე და 1979-2006წწ. აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობის შესწალის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1995-2000წწ. სოროსის ფონდის პროფესორი; 2001-2006წწ. "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის" დამაარსებელი და მთავარი რედაქტორია; 2004-2006წწ. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მსოფლიო კომისიის ლანდშაფტის ანალიზის პრეზიდენტი. ფრანგ გეოგრაფთან ჟან რადვანთან ერთად ავტორია ატლასისა - "კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი"; არის 220 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 16 მონოგრაფიის, 10 სახელმძღვანელოს (5 უმაღლესი სასწავლებლების, 5 საშუალო სკოლის) ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და სხვ. ენებზე). საკანდიდატო (1971) და სადოქტორო დისერტაცია (1981) დაიცვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1983). ლანდშაფტმცოდნე, კარტოგრაფი. წყარო: IGU InternationalGeographical Union:homeofgeography.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

