The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჩიგოგიძე

თეიმურაზ ჩიგოგიძე
Date of birth:1951  (74 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1977 წლებში  იყო ქ. თბილისის მე-2 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი-ინტერნი; 1978-1979 წლებში ქარელის რაიონის დაბა აგარის ზოგადი ქირურგი; 1979-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის  უროლოგიის ინსტიტუტის ხელოვნური თირკმლის განყოფილების უროლოგად, 1983 წლიდან განყოფილების გამგედ, 1990-1991 წლებში იყო განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1992-2005 წლებში  ა. წულუკიძის სახელობის  უროლოგიის ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი. 1998 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის უროლოგიის  კათედრის გამგის მოადგილე, 2000-2005 წლებში ამავე უნივერსიტეტის  სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.-თბ.,2012.-გვ.182; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი: urologycenter.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.108

Member of Organizations

  • ამერიკის უროგინეკოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს უროგინეკოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი, წევრი

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1998-2000 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები - ხელოვნური შარდის ბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით"
  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Share: