The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ხვადაგიანი

გიორგი ხვადაგიანი
Date of birth:1956  (69 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1981 წწ. მუშაობდა თბილისის გაერთიანებული სასწრაფო დახმარების კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-ინტერნად; 1981-1984 წწ. ცაგერის რაიონის პოლიკლინიკის ქირურგად; 1984-1986 წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექიმ-ორდინატორად; 1986-1987 წწ. ამავე განყოფილების ქირურგად; 1987-1988 წწ. თბილისის მე-2 კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ლაბორანტად; 1988-1990 წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის პოლიკლინიკური განყოფილების ექიმ-უროლოგად, 1990-1993 წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1993-1998 წწ. უფროსი, 1998-2001 წწ. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, 2001 წლიდან ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.183; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი: urologycenter.ge

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1998-2000 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები - ხელოვნური შარდისბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით"
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
    სამამულო ქირურგიის განვითარების საქმეში

Share: