The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კალენიკე ქავთარაძე

Date of birth:1888  (137 years)
Date of death:19??
Category:Educator, Politician

Biography

უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო.

ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას. 1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაციონალისტურ ფრაქციაში. საგანმანათლებლო საქმის შესახებ აქვეყნებდა სტატიებს ფრაქციის გაზეთ "ალიონში". 1918 წელს ალიონის ფრაქციის სახელით შეყვანილ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს ალიონის ფრაქციის მდივანი. შედიოდა პარლამენტის განათლების, სამანდატო და საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში. 1919 წელს ალიონის ფრაქცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სრულად შეუერთდა. 1919-1921წწ. აგრძელებდა პედაგოგიურ საქმიანობას და მუშაობდა განათლების სამინისტროში. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. სოციალ-დემოკრატი (ალიონელი).

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.444

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი

Share: