Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დემურ ბაშელეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1973-1975წწ. გაზეთი "მალადიოჟ გრუზიის" კორესპოდენტი; 1975-1981წწ. სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებით მუშაობდა ავსტრიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, რუსეთსა და ბელორუსში; 1976-1981წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" განყოფილების გამგე; 1981-1987წწ. ჟურნალ "პარტიული სიტყვის", განყოფილების გამგე; 1990-2000წწ. გაზეთ "პეგასის" დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი; 1992-2003წწ. საქართველოს სახელოვნებო აკადემიის რექტორი; 1994-1995წწ. დამასკოს საერთაშორისო გამოფენის საქართველოს ექსპოზიციის დირექტორი; 1995-2000წწ. საქართველოს ინტელექტუალთა ლიგა, პრეზიდენტი; 2005-2011წწ. ევროპის მეცნიერების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის (საფრანგეთი) თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; არის 400-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოების ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი ინახება მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის გალერერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი მონუმენტური ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და აზიის მრავალ ქალაქშია. არის 70 სამეცნიერო ნაშრომის, 10 გამოგონების, 500-ზე მეტი პუბლიკაციისა და ნარკვევის, პოეტური და პროზაული წიგნების ავტორი, 12 სამეცნიერო გამოკვლევის რედაქტორი. ხუთჯერ მიენიჭა პირველი პრემიის ლაურეატის და ორჯერ - "წლის საუკეთესო მხატვრის" საპატიო წოდებები. სახვითი ხელოვნების პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 87; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |