Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ჩარექიშვილი![]()
Biographyდაასრულა ქუთაისის 6-კლასიანი სასწავლებელი. 1899 წელს შევიდა თბილისის საოსტატო ინსტიტუტში. 1903-1907წწ. მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისის 6-კლასიან სასწავლებელში, ხელმძღვანელობდა ამავე სასწავლებელთან არსებულ პედაგოგიურ კურსებს, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ღონისძიებებში, რის გამოც 1907 წელს დააპატიმრეს და საქართველოდან გაასახლეს. მოღვაწეობა გააგრძელა განჯაში, აქაურ 6-კლასიან სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და პარალელურად სიმწიფის ატესტატზე გამოცდა ჩააბარა. 1910 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა მათემატიკის ფაკულტეტი. მიიწვიეს მოსკოვის გერმანულ სკოლაში გამგის თანამდებობაზე. 1916 წელს დაბრუნდა საქართველოში და თბილისის სკოლებში მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად. 1917 წელს აირჩიეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დამოუკიდებელ საქართველოში ეს თანამდებობა გაუქმდა და 1918-1920წწ. ჯერ თბილისის წმინდა ნინოს გიმნაზიის დირექტორი იყო, შემდეგ კი თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიისა. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.492
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |