შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზო ღელეყვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნატანები, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1971 წლიდან არის ლ. მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო და სატირის თეატრების მსახიობი. თეატრში შესრულებული მნიშვნელოვანი როლები: მიდი-მოადე (არ. სულაკაურის "სალამურას თავგადასავალი", რეჟ. ვ. ნიკოლაძე), ვოვა ვაჩეიშვილი (ლ. მიტროფანოვის "მკვლელობა სადგურზე", რეჟ. თ. მესხი), ილარიონი (ნ. დუმბაძის, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რეჟ. გ. ქავთარაძე), გირშელი (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა", რეჟ. გ. ქავთარაძე), აბესალო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", რეჟ. გ. ქავთარაძე), დათო (ა. სუმბათაშვილ - იუჟინის "ღალატი", რეჟ. მ. ფურცხვანიძე), არზაყან ზვამბაია (კ. გამსახურდიას "ზარები გრიგალში", რეჟ. ი. კაკულია), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი", რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), ჰელიკონი (ა. კამიუს "კალიგულა", რეჟ. ლ. სვანაძე), ფაილი (რ. ნეშის "წვიმია გამყიდველი", რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), ეფრაიმ ქებოტი (იუჯინ ო’ნილის "სიყვაეული თელებქვეშ", რეჟ. ა. სახამბერიძე), გიორგი მეცამეტე (ჯ. იოსელიანი, "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი", რეჟ. გ. კაპანაძე). გადაღებულია ფილმებში: "ბაკულას ღორები" და "გაქცევა". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.477; ლ. მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო თეატრი: meskhishvilitheatre.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |