შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მაგისტრატურა ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე ჩინეთის მიმართულებით (1997), ხოლო შემდგომ მოიპოვა ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია და სწავლა განაგრძო დოქორანტურაზე ჩინეთში, ქალაქ ნანკინში, ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში სპეციალობაზე ჩინური ფილოლოგია და ლინგვისტიკა, დაიცვა ხარისხი უშუალოდ ჩინური ენის გრამატიკაში (2005). მისი დისერტაციის ნაწილი გამოქვეყნდა ჩინეთის ძალიან პრესტიჟულ რეფერირებად ჟურნალში "ლინგვისტიკა" (2005). საქართველოში დაბრუნებისთანავე დაინიშნა ჩინური მიმართულების ხელმძღვანელად; შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური მიმართულების პროფესორად (2009), სადაც ჩამოაყალიბა ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი - კონფუცის ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა (2010). 2017 წელს მისი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ინიციატივით ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა; 2018 წელს მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩინური ენის ექსპერტად, სადაც შეიმუშავა დაწყებითი და საბაზო საფეხურების ეროვნული სასწავლო გეგმა; 2019 წელს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად იწყებს მუშაობას ჩინური ენის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის ნორმებზე; წლების განმავლობაში იწვევდნენ ჩინეთში უნივერსიტეტის სტუდენტების ჩინური ენისა და კულტურის საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდი" ფინალურ ტურზე ჟიურის წევრად; 2016 წლიდან დაინიშნა პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორად, სადაც კითხულობს ლექციებს ჩინური ენისა და ჩინური ენის სწავლების სპეციფიკის შესახებ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქოტორანტურის ჩინელი და უცხოელი სტუდენტებისთვის; მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და სხვადასხვა ღონისძიებაში სინოლოგიის მიმართულებით. 2018 წელს მარინე ჯიბლაძე მიიწვიეს ჟენევაში გაეროს ჩინური ენის დღის ღონისძიებაზე, სადაც მან ჩაატარა ლექცია-პრეზენტაცია. 2016 წელს განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ჩინეთის ხელისუფლების ჯილდო. პროფესორი, სინოლოგი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |