The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჩიქოვანი

ნინო ჩიქოვანი
Date of birth:16 July, 1957  (67 years)
Category:Historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1978 წელს. 

1982-1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1988-2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი; 2002-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პროგრამების ჯგუფის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (2006); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის გამგე (2006); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი (2006), ხელმძღვანელი. დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს კულტურული რაობა და ცივილიზაციური კუთვნილება ცივილიზაციათა თეორიის კონტექსტში", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.523; tsu.ge

Bibliography


Share: