The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაგა ჩხეიძე

გაგა ჩხეიძე
Date of birth:16 August, 1957  (67 years)
Category:Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1976 წელს; იენის ფრიდრიხ შილერის სახ. უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1980 წელს; ნიპკოს სახელობის ევროპული სტიპენდიის სტიპენდიანტი კინომენეჯმენტის განხრით (ბერლინი, 1995-1996).

1980-1984 წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტის ტელეთეატრის, შემდეგ ლიტერატურული პროგრამებისა და რადიოს ახალგაზრდული პროგრამების რედაქციის რედაქტორი; 1984-1985 წწ. თბილისის 46-ე (გერმანული) სკოლის დირექტორის მოადგილე; 1985-1988 წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტის ლექტორი; 1988-1991 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურების შემსწავლელი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-2000 წწ.  ორგანიზაცია "არსენალი - კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტის" (ბერლინი) მენეჯერი, კონსულტანტი და მთარგმნელი; 2000-2016 წწ. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ხელმძღვანელი; 2005-2008 წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი; 2005-2010 წწ. და 2013-2016 წწ. ქართული ფილმის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი; 2019 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.530; mcs.gov.gereginfo.ge


Share: