The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ბარკალაია

Date of birth:1898  (127 years)
Date of death:19??
Category:Inventor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.

გამოიგონა მწვანე ჩაის მშრალად დაპრესვის მეთოდი; ჩაის დაბრიკეტებაზე მუშაობისას აღმოაჩინა მცენარეულობის ნარჩენების დაბრიკეტების ახალი წესი; შექმნა ნახერხის, ხის ფოთლის, ჩალის და სხვა მცენარეული მასალის დაწნეხვის საშუალება; შემდუღებელი ნივთიერების გარეშე ნახერხისაგან მიიღო ახალი მასალა, რომელსაც გამომგონებლის სახელი - ბარკალაიტი ეწოდა; ამ გამოგონებით შესაძლებელი გახდა მარტივი საშუალებით ისეთი პლასტიკური მასის მიღება მერქნიდან, რომელიც თავისი ტექნიკური თვისებებით უკეთესია პირველად მასალასთან შედარებით, მერქნის გამოყენება ხის დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში უნარჩენოდ, მერქნისა და სხვა მცენარეულობის ნარჩენების დაბრიკეტება შემდუღებელი ნივთიერების გარეშე. გამოიგონა  ხილის, მშრალი სასმელების, ყავის სუროგატის, საღეჭი თამბაქოს, კომბინირებული საკვების დაბრიკეტების წესი. გრიგოლ ბარკალაია არის 30-მდე გამოგონების ავტორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I ./იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.309


Share: