შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია 1911 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1922 წელს. 1911-1916 წწ. იყო ონის, შემდეგ სადმელის ორკლასიანი სკოლის გამგე. აქ მისი თაოსნობით დაარსდა სადმელის ქალთა პროფესიული სკოლა, ვაჟთა ორკლასიანი სკოლისათვის აიგო ახალი შენობა. 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკურ, შემდეგ ინდუსტრიულ ტექნიკუმში ისტორიის მასწავლებლად, 1929 წლიდან სასწავლო ნაწილის გამგედ, ლექციებს კითხულობდა საავიაციო ტექნიკუმში, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და დაუსწრებელ პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რკინიგზის მუშფაკში და სხვ. 1912 წლიდან თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში - "ვ. ბანიძის", "პედაგოგის" და სხვა ფსევდონიმებით წერდა ბიბლიოგრაფიებსა და კორესპონდენციებს. 1930 წლიდან თბილისის ინდუსტრიულ (საავიაცო) ტექნიკუმში ხელმძღვანელობდა ტექნიკური ლიტერატურის გამოცემის საქმეს. მისი თაოსნობით მომზადდა რამდენიმე ტექნიკური სახელმძღვანელო, ითარგმნა და ქართულ ენაზე გამოიცა საავიაციო ტემინოლოგიური ლექსიკონი, საავიაციო ცნობარი და სხვ. რუსულიდან თარგმნა ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელო საშუალო სკოლებისათვის, მათ შორის - "ძველი აღმოსავლეთი", "შუა და ახალი საუკუნეები" და სხვ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საისტორიო-სამეცნიერო წრის დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე, საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის წევრი და სხვ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ., 2018. -გვ.334 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |