Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სევერიან ბახტაძე![]()
Biography1912 წელს ქუთაისში გამოსცა ალმანახი "გაზაფხული" - საგაზეთო წერილების კრებული სილ. ხუნდაძის, ჯ. ჯორჯიკიას, აკ. პაპავას, ს. ჩიხლაძის, მ. უზნაძის და სხვათა ნაწერებით (ლექსები, მინიატურები, იუმორისტიკა). 1915-1916 წწ. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული (1916 წლიდან ყოველდღიური) პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი "ახალი კვალი", რომელიც 1915 წელს მთავრობის განკარგულებით დაიხურა. განახლდა 1916 წლის 7 მარტიდან - მე-13 ნომრიდან (ამის შესახებ: ჩვენი პასუხი//"ახალი კვალი", 1916, №24; "სამშობლო", 1915, №72). 1936 წელს, თბილისში სევერიან ბახტაძის რედაქტორობით გამოდიოდა რევოლუციის მებრძოლთა დამხმარე საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ცენტრალური და თბილისის საოლქო კომიტეტების ყოველთვიური ორგანო "რემედასი", რომელიც 1925 წელს დაარსდა. მისი რედაქტორობით 1936 წელს სულ 8 ნომერი გამოვიდა, უმთავრესად - საერთაშორისო რევოლუციური მოძრაობის შესახებ წერილებით და ცნობებით. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ., 2018. -გვ.338
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |