The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ფაღავა

ვერა ფაღავა
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1988  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1926-1933 წლებში სწავლობდა  დეკორატიული ხელოვნების სკოლაში; 1932 წლიდან ჩაირიცხა რანსონის კერძო აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ფრესკულ ფერწერას როჟე ბისიერთან.

ომის დროს ეწეოდა ექთნობას; 1943 წელს  გაეცნო ჟანა ბუშეს, რომელმაც მოაწყო მისი და დორა მაარის ნამუშევრების გამოფენა მონპარნასის ბულვარში; მას შემდეგ მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პიტსბურგში (1952–1955), 1953–1958 ბრიუსელში (1953-1958), ვენაში (1966), ბერლინში, სტოკჰოლმში, დიუსელდორფში, ტურინში, რომში და სხვ. მისი ნახატები შეძენილი აქვთ შვედეთისა და გერმანიის მუზეუმებს, ხოლო პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ციურიხის, ლოზანის და დიჟონის მუზეუმებში ვ. ფაღავას ნამუშევრები წარმოდგენილია მუდმივ ექსპოზიციებში. ფაღავასეული ვიტრაჟები მიჩნეულია ნამდვილ შედევრებად. 1958 წელს ბრიუსელის გამოფენაზე, რომელზეც მხოლოდ სამ მხატვარ ქალს მიუღია მონაწილეობა (ფრანგს, შოტლანდიელს და ქართველს), ვერა ფაღავა ვატიკანის პაპის იოანე XXIII-ის ოქროს მედლით დააჯილდოეს ხეზე შესრულებული ფრესკა-პანოსათვის "ამაღლება". ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის, მექი ფაღავას შვილიშვილი. მამა ჰყავდა  ადვოკატი, დედა – პედაგოგი. 1920 წელს მამამ ცოლ-შვილი დასავლეთ ევროპაში წაიყვანა და საქართველოში გასაბჭოების მერე უკან აღარ დაბრუნებულან. 1923 წლიდან ოჯახი პარიზში დამკვიდრდა.

წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.159


გააზიარე: