Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჭავჭანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1980-1981წწ. იყო აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1981-1983წწ. დაბა ხულოს ექიმი-ქირურგი; 1983-1985წწ. ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნეფროლოგიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983-2006წწ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), დოქტორი (1999). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პრეპარატ პლაფერონ ლბ–1–ის დაცვითი ეფექტი ობსტრუქციული ნეფროპათიის დროს ექსპერიმენტში", 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭების ექსტრაკორპორალური ლითოტრიფსია", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.556; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ცენტრი: urologycenter.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |