შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იათეოზ ბერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდარი, ხარაგაულის რაიონი. 1891-1989 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მასწავლებლობდა კიცხის, ძირულის, ხიდარის გლეხთა ახალგაზრდობისა და სხვა სკოლებში. 1913-1918 წწ. მუშაობდა კიცხის საკრედიტო ამხანაგობაში მოანგარიშე-თავმჯდომარად. 1918 წელს ხიდარში დააარსა მომხმარებელთა საზოგადოება (1928 წლამდე იყო მისი თავმჯდომარე). 1930 წელს შემოწირულობებით ხე-ტყის მასალა შეაგროვა და გლეხების დახმარებით ააშენა სკოლის შენობა. სამწერლო ასპარეზე გამოვიდა 1898 წელს. "ივერიასა" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა წერილები: "ახალი წელი", "ბნელეთელი ექიმი", "თავის მკვლელობა", "თანამედროვე ცივილიზაციამ მოუტანა თუ არა ხალხს ბედნიერება?", "თაფლი, მისი მკურნალობითი თვისება და ნოყიერება", "ომი", "პატარ-პატარა მოთხრობები", "სამაცდურო ქუჩა" (დემიან ბედნის პოემა), "საშუალება სიმთვრალის წინააღმდეგ" (დაიბეჭდა "სამშობლოს" დამატებაში), სტრუვეს წერილი ეკონომიკაზე - "მერმისი რუსეთისა", "ცოტა რამ სამღვდელოებაზე", "ჭეშმარიტი ქადაგების ძალა" და სხვ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.360
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |