The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოფილე ბოლქვაძე

თეოფილე ბოლქვაძე
სხვა სახელი:ქალაქელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1878  (147 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამხთო, შრომის თემი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

1898 წელს შეისწავლა სასტამბო ხელობა, მუშაობდა თბილისის  სტამბებში. 1906 წლიდან - საამხანაგო სტამბა "შრომაში". 1909 წელს გამოსცა იუმორისტული ალმანახი "სალამური" (1908 და 1912-1915 წწ. ბ. ე. ბოლქვაძის რედაქტორობთ), ხოლო 1920 წლიდან მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული სატირული გაზეთები "მათრახი" და "ხათაბალა". 1909 წელს, "მათრახში" მთავრობის საწინააღმდეგო ლექსის (ჩახრუხაძის, იგივე ვ. რუხაძე,- "სათარხანის სიმღერა") დაბეჭდვის გამო ერთი წელი ციხეში იჯდა, სასჯელი 1910 წელს მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დროგამოშვებით, კვლავ გამოსცემდა იუმორისტულ ჟურნალებს. ხათაბელელის ფსევდონიმით რამდენიმე ლექსი "ტარტარზოშიც" დაბეჭდა. 1918 წელს ჟურნალების გამოცემა შეწყვიტა და ოზურგეთში გადავიდა. 1934 წლამდე ოზურგეთის სტამბაში მუშაობდა, შემდეგ კი პროფესიული ავადმყოფობის გამო პენსიაზე გავიდა. თეოფილე ბოლქვაძე ხელს უწყობდა ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვას. მისი დახმარებით გამოიცა რამდენიმე ქართული გაზეთი. ცნობილი იყო, როგორც ქართული მწიგნობრობისა და საგამომცემლო-სამეწარმეო საქმის კარგი მცოდნე. მწიგნობარ-მესტამბე, ბეჭვდის საქმის ოსტატი, იუმორისტი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.403

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: