შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე ბობოხია![]()
ბიოგრაფია1905 წლის 15 ნოემბერს, სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაციასთან შეთანხმებით, იოანე ბობოხიამ ზუგდიდის ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადა ოდესაში მოკლულ მეცნიერ საშა კლდიაშვილს. პანაშვიდის დაწყებამდე, შემოსილმა, ჯვრით ხელში, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, რითაც აღშფოთება გამოიწვია. მკვლელობა მთავრობას დააბრალა. ბოლოს დასძინა: "ძირს იუდა - სისხლისმსმელი, კაენი - ძმისმკვლელი, ძირს გამცემი და მძარცველი, ძირს ამისთანა უკანონო ტახტი". პანაშვიდის შემდეგ ვ. ალშიბაიამ და მ. გობეჩიამ ხალხს შეიარაღებული აჯანყებისაკენ მოუწოდეს. იოანე ბობოხია "ზუგდიდის რესპუბლიკის" გამო 1907 წელს პასუხისგებაში იყო მიცემული, 1908 წლის 12-16 სექტემბერს გაასამართლეს. იგი იყო ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის პედაგოგი (1906-1907), ფოთის ოლღას სახელობის ქალთა სასწავლებლის პედაგოგი (1908-?), ფოთის ოლქის მთავარხუცესი (1920-?). მღვდელი, რევოლუციონერი, სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. დახვრიტეს 1937 წელს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.399; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |