Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე ბობოხია![]()
Biography1905 წლის 15 ნოემბერს, სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაციასთან შეთანხმებით, იოანე ბობოხიამ ზუგდიდის ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადა ოდესაში მოკლულ მეცნიერ საშა კლდიაშვილს. პანაშვიდის დაწყებამდე, შემოსილმა, ჯვრით ხელში, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, რითაც აღშფოთება გამოიწვია. მკვლელობა მთავრობას დააბრალა. ბოლოს დასძინა: "ძირს იუდა - სისხლისმსმელი, კაენი - ძმისმკვლელი, ძირს გამცემი და მძარცველი, ძირს ამისთანა უკანონო ტახტი". პანაშვიდის შემდეგ ვ. ალშიბაიამ და მ. გობეჩიამ ხალხს შეიარაღებული აჯანყებისაკენ მოუწოდეს. იოანე ბობოხია "ზუგდიდის რესპუბლიკის" გამო 1907 წელს პასუხისგებაში იყო მიცემული, 1908 წლის 12-16 სექტემბერს გაასამართლეს. იგი იყო ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის პედაგოგი (1906-1907), ფოთის ოლღას სახელობის ქალთა სასწავლებლის პედაგოგი (1908-?), ფოთის ოლქის მთავარხუცესი (1920-?). მღვდელი, რევოლუციონერი, სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. დახვრიტეს 1937 წელს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.399; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |