The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა მირცხულავა

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1912
გარდაცვ. თარიღი:2 ივნისი, 1983  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1935 წელს.

1935 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად1938–1950წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ახლანდელი თსსუ) ფიზიკის კათედრის გამგე; 1954–1965წწ. და 1972–1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყარი სხეულის ფიზიკის კათედრის გამგე; 1957–1965წწ. აგრეთვე ხელმძღვანელობდა თავისივე ინიციატივით დაარსებულ ნახევარგამტარებლების ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიას. 1965 წელს მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა ნახევარგამტარული ხელსაწყოების ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1972 წლამდე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება მყარი სხეულისა და ნახევარგამტარების ფიზიკას. თანამშრომლებთან ერთად შეისწავლა ნახევარგამტარებში დაბალტემპერატურული გარღვევის მოვლენა, რომლის საფუძველზე შეიქმნა ახალი ტიპის ნახევარგამტარული ხელსაწყოები. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.  ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.14; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (სხვებთან ერთად)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: