| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა მირცხულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1935 წელს. 1935 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად; 1938–1950წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ახლანდელი თსსუ) ფიზიკის კათედრის გამგე; 1954–1965წწ. და 1972–1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყარი სხეულის ფიზიკის კათედრის გამგე; 1957–1965წწ. აგრეთვე ხელმძღვანელობდა თავისივე ინიციატივით დაარსებულ ნახევარგამტარებლების ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიას. 1965 წელს მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა ნახევარგამტარული ხელსაწყოების ინსტიტუტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1972 წლამდე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება მყარი სხეულისა და ნახევარგამტარების ფიზიკას. თანამშრომლებთან ერთად შეისწავლა ნახევარგამტარებში დაბალტემპერატურული გარღვევის მოვლენა, რომლის საფუძველზე შეიქმნა ახალი ტიპის ნახევარგამტარული ხელსაწყოები. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.14; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

