The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ კაკაბაძე

ტარიელ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1990  (35 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხონის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2012 წელს.

2007-2008 წწ. მუშაობდა იურისტ მარკ კობის თანაშემწედ, კანზასის შტატი, აშშ; 2011-2014 წწ. ასწავლიდა სამართალს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (Business Academy of Georgia); 2011-2013 წწ. მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში იურისტ-კონსულტანტად; 2013-2015 წწ. იყო საადვოკატო კომპანია K&G-ის დირექტორი, მთავარი იურისტი და ადვოკატი; 2015 წლიდან არის "საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების" დირექტორი და ადვოკატი; 2014 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტებში ატარებს საჯარო ლექციებს თემაზე: "ადვოკატის უნარ-ჩვევები", "სამართლის უზენაესობა", "ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება"; 2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი თემაზე: "ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება"; ეწევა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეებზე; გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და ეფექტური საპროცესო უნარ-ჩვევებით; არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე. 2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს ბიზნესის აკადემიის საუკეთესო პედაგოგის წოდება. 

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდი: gba.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2017-)

გააზიარე: